ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეფლის " ტაივანურ კომპანიაში ცვლილებებია


კომპანია მუშახელისათვის ასევე ხელფასის გაზრდას, სამუშაო დროის შემცირებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გეგმავს.

„ეფლის“ პროდუქციის დამმაზადებელმა ტავიანურმა კომპანია „ფოქსიკონმა“ განაცხადა, რომ იგი მზადაა ჩინეთში არსებულ საწარმოებში სამუშაო პირობები გაამჯობესოს.

კომპანია მუშახელისათვის ასევე ხელფასის გაზრდას, სამუშაო დროის შემცირებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გეგმავს.

„ფოქსიკონმა“ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებული შტატებში არსებულმა სამართლიანი დასაქმების ასოციაციის მონიტორინგის ჯგუფმა, „ფოქსიკონის“ საწარმოებში უამრავი დარღვევები აღმოაჩინა.

ასოციაციის პრეზიდენტ აუერტ ვან ჰერდენის თქმით, „ეფლსა“ და „ფოქსიკონს“ შორის დადებული შეთანხმება, ჩინეთის სხვა საწარმოებში, რომლებიც „მაიკროსოფტის“, „ჰევლეტ-პაკარდისა“ და „დელის“ პროდუქციას ქმნიან, ანალოგიური ცვლიელების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG