ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მის ამერიკის" ტიტული


"მის ნიუ იორკმა" "მის ამერიკის" ტიტული მოიპოვა

23 წლის ნიუ იორკელმა ქალბატონმა მელორი ჰაგანმა "მის ამერიკის" ტიტული მოიპოვა. კონკურსი შაბათს ლას ვეგასში მდებარე კაზინო პლანეტ ჰოლივუდში გაიმართა.

ჰაგანმა განსაკუთრებული სიმპათია ცეკვის შემდეგ მოიპოვა.
მან ასევე კარგად გაართვა თავი ჟიურის მიერ დასმულ შეკითხვებს. იმაზე, დაშვებული უნდა იყოს თუ არა სკოლებში შეიარაღებული დაცვა, შესაძლო მასობრივი მკვლელობების თავიდან ასაცილებლად. მან განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგ ძალადობით ბრძოლა მისთვის მიუღებელი პრინციპია.
XS
SM
MD
LG