თბილისი —
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუმ, რომელიც მან ექსკლუზიურად გაზეთ „პრაიმ ტაიმს“ მისცა უხერხულობა შექმნა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. მინისტრი ინტერვიუში ამბობს: „რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე, რაც საქართველოში არ შეიმჩნევა, პირიქით, ივნისში ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან. რა მიზნითაც უკრაინაში ევრომაიდანი მოხდა, ჩვენთან ამის წინაპირობა ნამდვილად არ არის. წინა წლებთან შედარებით 200 და 300 პროცენტით მეტადაა დაცული ადამიანის უფლებები, მათი პირადი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ. თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები. როგორც იცით, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომაიდანის იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც.“
ინტერვიუში არასწორად დასმული აქცენტების გადაფარვა და შენიღბვა შეუძლებელი აღმოჩნდა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ამის თაობაზე მინისტრმა ისაუბრა და უკეთესია, მან თავად განმარტოს“. მან აქვე გააჟღერა საკუთარი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რის გამოხატვა შესაძლოა სურდა ჭიკაიძეს ამ შემთხვევაში. „დეტალურად ამის თაობაზე ჩემგან საუბარი, მგონი, არასწორია. ამის თაობაზე ისაუბრა მინისტრმა და მგონი ჯობს, მან განმარტოს. მე ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, ძალიან საგანგაშო და განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა. მინისტრმა ისაუბრა იმ შესაძლო, ასე ვთქვათ, საფრთხეებზე, რაც შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში და ასე ვთქვათ, იმ მიუღწეველ სურვილებზე, რაც შესაძლოა ჰქონდეს რომელიღაც არანორმალურ ადამიანს. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ყველა დავარწმუნო, მაქსიმალურად მოვუწოდო ყველას სიმშვიდისკენ და გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ვერავინ ვერ შეძლებს რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას. თუ ვინმეს ექნება ამის სურვილი და მცდელობა, ის ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
უშიშროების საბჭომ მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ ჭიკაიძე მინისტრია, ამიტომაც იგი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს. „ცხადია, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაცილებით მეტი იცის, ვინაიდან მას აქვს ოპერატიული ინფორმაცია ქვეყნის შეგნით არსებულ მდგომარეობაზე,“- ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი.
ხოლო პარლამენტის ვიცე სპიკერს, მანანა კობახიძეს მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოში, შესაძლოა, მართლაც იქცეს დესტაბილიზაციის წყაროდ. „თუ ვინმეს აწყობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ცხადია, სამწუხაროდ, ესაა ნაციონალური მოძრაობა. მათ არ მოსწონთ ის, რომ კითხვებია მათ მიმართ. არ მოსწონთ ის, რომ პასუხისმგებლობის ქვეშ არიან ის ადამიანები, ვისაც კავშირი ჰქონდა დანაშაულთან. ბუნებრივია, ერთადეთი გზა, მათი თვალით დანახული, არის არეულობა ამ ქვეყანაში,“- აცხადებს კობახიძე.
თავად მინისტრი ჭიკაიძე დღეს მედიის წინაშე არ გამოჩენილა. ოპოზიცია მის გამოცხადებას პარლამენტის წინაშე ითხოვს. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ პარალელის გავლება ევრომაიდანთან, რაც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც მხარდაჭერისა და ერთგულების გამოვლინება თავისუფლებისა და სუვერენიტეტის იდეასთან, აბსოლუტურად უადგილოა და კომიკურ მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლების წარმომადგენლებს. თორნიკე შარაშენიძე: „ძალიან ცუდი კონტექსტია, რადგან ევრომაიდანი მთელ მსოფლიოში აღმულია, როგორც დადებითი მოვლენა, ბრძოლა იანუკოვიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ჩააგდო უკრაინის ევროინტეგრაცია. ჩვენი ხელისუფლება, როგორც ვიცით, იმედი გვაქვს, ამას არ გეგმავს, რომ ჩააგდოს ინტეგრაცია ევროპასთან. ამის შემდეგ თუ გამოვიდა ქუჩაში ვინმე და გააპროტესტა ხელისუფლების მცდელობა, მე მგონი, ჭიკაიძეს არ უნდა ეწყინოს და არ უნდა გაუკვირდეს, მაგრამ იმედი მაქვს ეს არ მოხდება, საქმე აქამდე არ მივა.“
ჭიკაიძის ინტერვიუ რუსულ მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. რუსულ მედიაში „მეიდანის“ სცენარის მზადება საქართველოში განიხილება, როგორც შსს მინისტრის მიერ გაცხადებული ფაქტი. გარდა ამისა, ჭიკაიძის ციტატა, სადაც ის ამბობს შემდეგს: „მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობიზილებას მოახდენენ. მე მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები, თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს,“ ზოგიერთ რუსულ გამოცემაში აღქმულია, როგორც დადასტურება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმისა, თითქოს კიევში დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას ადგილი ჰქონდა ოპოზიციის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ ამ მოსაზრების განვითარებას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს.