ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“იმედია სწორი რამ მოხდება,“- ტრამპმა არჩევნებში ხმა მისცა


ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შუალედურ არჩევნებში ხმა მისცა. ის ფლორიდაში, პალმ ბიჩზე განლაგებულ საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად მივიდა. მათ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს და ხმა სასურველ კანდიდატს მისცეს.

ხმის მიცემამდე დონალდ ტრამპმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება. იმედია სწორი რამ მოხდება და ყველამ ვიცით, თუ რა არის სწორი“- თქვა დონალდ ტრამპმა.

მანამდე, 7 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა დაანონსა, რომ 15 ნოემბერს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში არსებობს მოლოდინი, რომ ის განცხადებას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გააკეთებს.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამერიკის მოსახლეობას მოუწოდებს არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი არჩევანი გააკეთონ. ბაიდენმა განცხადება ცოტა ხნის წინ, "ტვიტერზე" გაავრცელა.

ამერიკის 50-ივე შტატში, ამ დროისთვის, ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. დღეს ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის ერთ მესამედს ირჩევენ. დაახლოებით 42-მა მილიონმა ამერიკელმა, წინასწარი კენჭისყრის გზით, სასურველ კანდიდდატს ხმა უკვე მისცა. წინასწარი პროგნოზების თანახმად, რესპუბლიკელები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ. ამ დროისთვის სენატს და წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG