ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში სწარფ გაწევრიანებას მხარს უჭერს


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის ხედავს ბალკანეთის ექვს სახელმწიფოს, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრებს სტრატეგიული მიზეზების გამო.

„ევროკავშირის ინტერესებშია ამ პროცესის წინ წაწევა“, - განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს ვირტუალურ კონფერენციაზე დასავლეთ ბალკანეთის შესახებ. მან რეგიონში რუსეთის და ჩინეთის გავლენისკენ მიანიშნა, თუმცა ეს ორი ქვეყანა არ დაუსახელებია.

კონფერენციას სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, მონტენეგროს და კოსოვოს ლიდერები ესწრებოდნენ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად.

„ჩვენი პირველი პრიორიტეტი რეგიონში გაფართოების დღის წესრიგის დაჩქარება და მხარდაჭერაა ჩვენი დასავლეთ ბალკანელი პარტნიორების მიმართ, რათა მათ საჭირო რეფორმების გასატარებლად იმუშაონ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის“, - განაცხადა მან.

ვიდეო კონფერენციაზე, ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ძალიან ნათლად“ გამოხატა მისი მხარდაჭერა ექვსი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი.

მერკელმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია "რაც შეიძლება სწრაფად“ ექვს ქვეყანას 3 მილიონ კოვიდ-19-ის ვაქცინას გადასცემს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG