ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ლიდერები საქართველოსა და უკრაინის შესახებ იმსჯელებენ - მერკელი


ბრიუსელში, ნატოს სამიტზე ჩასული ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ალიანსის ლიდერები საქართველოსთან და უკრაინასთან სამომავლო თანამშრომლობის გზებს განიხილავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს და წერს, რომ „გიგანტური მეზობლისგან, რუსეთისგან მომავალი საფრთხის პირისპირ, ორი ქვეყანა ნატოსთან მჭიდრო ურთოერთობებს ცდილობს, როგორც დამცავ კედელთან.“

ბრიუსელში, ნატოს სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის, რუსეთისა და ჩინეთის მიერ შექმნილი გამოწვევებია. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ხაზგასმით აცხადებს, რომ მოსკოვის დეზინფორმაციულ კამპანიებზე რეაგირება აუცილებელია.

„დღევანდელ დღის წესრიგში არსებული საკითხი ყველას გვაშფოთებს. უპირველესი გამოწვევა, რომლიც ჩვენ წინაშეა:რუსეთი და ასევე, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონია. ჰიბრიდული გამოწვევები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება: კიბერ თავდასხმები და დეზინფორმაციის კამპანიები, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან“ - აცხადებს გერმანიის კანცლერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG