ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში მინინგიტმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


ოფიციალური პირების ხელთ არსებული მონაცემებით, დაინფიცირებული სტეროიდი დაახლოებით 14 ათასამდე პაციენტს გაუკეთდა

ძალზედ იშვიათი სოკოვანი მენინგიტით ამერიკაში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ეპიდემია სხვადასხვა შტატში დაფიქსირდა და დღემდე დაღუპულია 23 პიროვნება.

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, მენინგიტის დიაგნოზი 281 პირს დაუსვეს. 16 შტატიდან ყველაზე მეტი შემთხვევა - 69 ტენესიში აღინიშნა. ოფიციალური პირების ხელთ არსებული მონაცემებით, დაინფიცირებული სტეროიდი დაახლოებით 14 ათასამდე პაციენტს გაუკეთდა სახსრებისა და წელის ტკივილების მოსახსნელად. მიმდინარეობს გამოძიება იმ ქარხანაში, სადაც აღმოაჩინეს უვარგისი პრეპარატები. ქარხანა ამ დროისათვის დახურულია.
XS
SM
MD
LG