ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მელანია ტრამპი აფრიკაში ვიზიტს აგრძელებს


ამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპი აფრიკის კონტინენტზე ერთ კვირიან სამუშაო ვიზიტს აგრძელებს.

განაში ჩაფრენიდან მალევე, გუშინ მან დედაქალაქ აკრაში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში ახალშობილები და მათ დედები მოინახულა და საჩუქრები გადასცა.

პირველი ლედი ვიზიტის ფარგლებში განას, მალავის, კენიას და ეგვიპტეს ეწვევა კონტინენტზე მისი ინიციატივის “იყავი საუკეთესო” გასაძლიერებლად. პროგრამა ბავშვების ზოგადი კეთილდღეობის მიმართ ძალისხმევის მობილიზებას ემსახურება. მელანია ტრამპის აფრიკაში მოგზაურობას რამდენიმე თვით წინ უსწრებდა კონტინენტის რამდენიმე განვითარებადი ქვეყნის მიმართ მისი მეუღლის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვულგარული ტერმინების გამოყენება. მაშინ ამერიკის პრეზიდენტის ამ კომენტარს რასიზმის ბრალდებები მოჰყვა.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციამ აფრიკის ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების მნიშვნელოვანი შემცირება გადაწყვიტა, მაგრამ კონგრესმა პრეზიდენტს მხარი არ დაუჭირა და მისი გადაწყვეტილება დაბლოკა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG