ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელას გამო ლოს-ანჯელესის 2 უნივერსიტეტში კარანტინი გამოცხადდა


კალიფორნიის უნივერსიტეტის კორპუსები
კალიფორნიის უნივერსიტეტის კორპუსები

კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ორ უნივერსიტეტში წითელას რამდენიმე შემთხვევა ერთდროულად დაფიქსირდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის და კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს წითელას დიაგნოზი დაუსვეს.

ორივე უნივერსიტეტში მაშინვე კარანტინი გამოცხადდა. თანამშრომლებს და სტუდენტებს, ვისთანაც მათ პოტენციური შეხება ჰქონდათ, მოსთხოვეს სახლიდან არ გავიდნენ, თუკი აცრის დამადასტურებელ საბუთს არ წარადგენენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ერთ-ერთ ინფიცირებულ სტუდენტს 500-მდე ადამიანთან ჰქონდა შეხება. მეორე საჯარო ბიბლიოთეკაში იყო, სადაც ასევე ასობით ადამიანი იყრის თავს.

თავიდან კარანტინში 120-მდე სტუდენტი და ფაკულტეტის წევრი მოხვდა. აცრის ცნობის წარდგენის შემდეგ, მათი რიცხვი 82-მდე შემცირდა. ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინი კიდევ ერთი კვირა გასტანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG