ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი და ნილსენი აშშ-ის სამხრეთის საზღვართან ჩავიდნენ


აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი და შიდა უსაფრთხოების ხელმძღვანელი კირსტენ ნილსენი ოთხშაბათს აშშ-ის სამხრეთ საზღვარს ესტუმრნენ, იმ ადგილს, სადაც ამერიკის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის დანაყოფებია განლაგებული სასაზღვრო პატრულის დასახმარებლად.

ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ „სასაზღვრო უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია“. მან თქვა, რომ სასაზღვრო პატრულის მხარდაჭერა ახლა მორალური და ეთიკური მისიის ნაწილია“ და რომ ამერიკის ჯარს უნარი შესწევს სასაზღვრო პატრულის მიერ წარმოებულ სამართალდამცავ ოპერაციებს ხელი შეუწყოს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერება მოითხოვა ცენტრალური ამერიკიდან მომავალი თავშესაფრის მაძიებელთა ქარავნის აშშ-ში შემოსვლის აღსაკვეთად, თქვა რა, რომ ქარავნის აშშ-ის საზღვრებთან მოახლოება „ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას“ წარმოადგენდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG