ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარკ სენფორდმა პრაიმერი მოიგო


სკანდალური ექს-გუბერნატორი კონგრესმენობისთვის იბრძოლებს

სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მარკ სენფორდმა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი მოიგო და კონგრესში გამოთავისუფლებული ადგილისთვის საარჩევნო ბრძოლას დაიწყებს. მარკ სენფორდი სამხრეთ კაროლინის შტატში მეორე ვადით იყო გუბერნატორი, როდესაც ის 2009 წელს ცნობილ სკანდალში გაეხვა.

სენფორდმა განაცხადა, რომ ის აპალაჩის მთებში მიემგზავრებოდა, ხოლო სინამდვილეში კი საყვარელ ქალთან ერთად არგენტინაში გაემგზავრა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ სენფორდს მეუღლე გაშორდა. ასევ მან 70 ათასი დოლარი გადაიხადა ეთიკური ჯარიმის სახით, თუმცა მას გუბერნატორის ვადის დასრულების საშუალება მისცეს.
XS
SM
MD
LG