ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიხუანას ლეგალიზაცია კოლორადოს შტატში


Legalizing Marijuana Colorado Confusion
Legalizing Marijuana Colorado Confusion

გასულ თვეს, ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც კანონით დაუშვეს მარიხუანის წარმოება და გაყიდვა.

კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის ერთ-ერთ ბარში, მარიხუანის მწარმოებლებმა საახალწლო ზეიმი გამართეს. მომხმარებლებმა კი იქვე, კანონიერად შეიძინეს მოსაწევი, რაც კოლორადოში პირველად მოხდა.

პირველი, ვინც მარიხუანა შეიძინა შონ აზარტი იყო.

„ჩვენ ამას რვა საათზე დავიწყებთ. შონ, თქვენ უნდა გადაიხადოთ 59 დოლარი და 74 ცენტი. დიდი, დიდი მადლობა.“

აზარტი ერაყის ომის ვეტერანია და ამბობს, რომ სტრესის შემდგომი დეპრესია აქვს. მან მარიხუანა ამ სიმპტომების საწინააღმდეგოდ შეიძინა.

შონ აზარტი ამბობს:

„მე ვიყენებ არასამედიცინო დანიშნულებს კანაფს, რათა შევიმსუბუქო სტრესის შემდგომი დეპრესიით გამოწვეული მდგომარეობა. ეს ნაბიჯი სხვა შტატებსაც დაეხმარება, რომ მათაც გაუწიონ ვეტერანებს დახმარება.“

წელს, მოგვიანებით ამერიკის ჩრდილო -დასავლეთში, ვაშინგტონის შტატშიც იგივე იგეგმება.

გასულ თვეს, ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც კანონით დაუშვეს მარიხუანის წარმოება და გაყიდვა.

მყიდველი სინტია ჯონსტონი ამბობს:

„ჩვენ გავიმარჯვეთ. მე ვამაყობ იმით, რომ კოლორადო პირველია ქვეყანაში და მსოფლიოში. აკრძალვა უკვე წარსულში დარჩა.“

ამ მამაკაცმა თქვა, რომ საყიდლად მას მხოლოდ ფული და პირადობის მოწმობა დასჭირდა. რეკრიაციული მიზნებისთვის მოსაწევის გაყიდვის სხვა მომხრეები, მოუთმენლად ელიან მათთვისაც იგივე შესაძლებლობის გაჩენას.

















+
XS
SM
MD
LG