ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში მარიხუანის ლეგალიზაცია რეალური ხდება


კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებს შესაძლოა მალე კალიფორნიაც დაემატოს, სადაც მარიხუანას მოხმარება კანონიერი გახდება

კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის თანახმად, მარიხუანა სამედიცინო მოხმარების მიზნით 1996 წლიდან ლეგალურად გამოიყენება, თუმცა ნარკოტიკების გამოყენება შეერთებული შტატების ფედერალური კანონის მიხედვით უკანონოა. კალიფორნიაში მარიხუანის გამოყენების ლიმიტის შესახებ დებატები, იმის პარალელურად დაიწყო თუ ამ საკითხთან დაკავშირებით როგორი იქნება ვაშინგტონის პოზიცია.

კალიფორნიის შტატში, ოკლენდში, შეერთებული შტატებში მარიხუანის ყველაზე დიდი „ჰარბორსაიდის სამედიცინო ცენტრი“ მდებარეობს. ამ ცენტრში პაკეტებში დაფასოებულ მარიხუანას ანაწილებენ და ქოთნებში ჩარგულ მარიხუანის მცენარეებს მომხმარებლისთვის ამზადებენ. მარიხუანას გამოყენებასთან დაკავშირებით ყოველ მათგანს ექიმის ნებართვა აქვს და მხოლოდ კოოპერატივის წევრების კუთვნილებაა.

მარიხუანის ეს ცენტრი უდიდესი აფთიაქია პლანეტაზე. ყოველწლიურად მილიონობით დოლარს იხდის ქვეყანაში და აქვს ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარება გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ცენტრმა ასევე იურიდიული მომსახურებისთვის მილიონობით დოლარის თანხა ფედერალურ ხელისუფლებასთან ბრძოლაში გადაიხადა, ვინაიდან მათ ამ ცენტრის დახურვა სურდათ. ცენტრის დამფუძნებელი სტივ დიანჯელო ამბობს რომ, მარიხუანის საერთო ეროვნული ლეგალიზაციის პროცესი დაწყებულია.

სტივ დიანჯელო: რეალურად საინტერესოა, როგორ მოხდება ამის ლეგალიზება? როგორი იქნება ახალი წარმოება? როგორ მოხდება მისი რეგულაცია?

ლოს ანჯელესში მარიხუანა ფართოდ გავრცელდა და მისი მომხრეებიც კი ამბობენ რომ კონტროლს აღარ ექვემდებარება. უბრალო თავის ტკივილის და უძილობის გამო შეიძლება ექიმმა რეკომენდაცია სამედიცინო მარიხუანაზე გაგიწიოთ. ქალაქში ათასზე მეტი არაკონტროლირებადი აფთიაქია.
ქალაქ ლოს ანჯელესის საბჭოს წევრი ბილ როსენდალი ამბობს რომ, მარიხუანა მას სიმსივნის განკურნებაში ეხმარება.

იგი მხარს უჭერს წინადადებას რომელსაც ჰქვია “წინადადება დი”. ეს არის ერთ-ერთი სამი კონკურენტი წინადადებიდან რომელიც მოსახლეობამ მაისში ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ ბიულეტენზე უნდა შემოხაზოს. იგი ამბობს რომ ეს ლოს ანჯელესის აფთიაქების რაოდენობას 135-მდე ჩამოიყვანს. დახურავს ასობით სხვა აფთიაქს და მნიშვნელოვან რეგულაციას მოახდენს მისი უკეთ წარმოებისთვის.

ბოლ როსენდალი: ძალიან ძლიერად ვგრძნობ თავს. მარიხუანას წყალობით უკეთ ვარ, სიცოცხლე გავიხანგრძლივე.

გამოკითხვები აჩვენებს რომ, კალიფორნიის 70% მხარს უჭერს სამედიცინო მარიხუანას. უმნიშვნელო ნაწილი სრული ლეგალიზაციის მომხრეა, რაც უკვე არის ვაშინგტონსა და კოლორადოს შტატებში, თუმცა არ არის კალიფორნიაში. ფედერალურ კანონთან მიმართებაში ეს აქ არალეგალურად ითვლება.
მარიხუანა ძლიერმოქმედი პრეპარატია ფსიქო აქტივ ტი-ეიჩ-ესის შემცვლელობით, ამბობს ფსიქოლოგი სტივ ფრენგი, რომელიც სიეტლში ფედერალურ ხელისუფლებაში სამკურნალო პროგრამაზე მუშაობს.

ბილ როსენდალი: ახლანდელი მარიხუანა ბევრად განსხვავებულია იმისგან რაც იყო მისი სკოლის თუ კოლეჯში სწავლის პერიოდში. მაშინ იყენებდნენ მექსიკურ პლანს, თუ იღბალი გქონდა შეიძლება 3 ან 5% ტი-ეიჩ-ესის შემცვლელობის ტიპის მარიხუანაც გეშოვნა.

დღეს უკვე 15-20% ტი-ეიჩ-ესის შემცვლელობის მარიხუანა არსებობს, და როგორც ალკოჰოლის შემთხვევაში, არსებობს პრობლემები მისი ბოროტად და არასრულწლოვნების მიერ გამოყენების შესახებ.

ფედერალური ხელისუფლება აფთიაქების დახურვას აგრძელებს. ლოს ანჯელესის ოთხ აფთიაქში ბოლო დროს შემოწმება ჩატარდა. მარიხუანას ფასი იმ შტატებში გაცილებით მაღალია სადაც მისი რეალიზაცია უკანონოა. კრიტიკოსები ამბობენ რომ, რეგულაციის ნაკლებობის ბრალია ის რომ, სხვა შტატებს მარიხუანა არალეგალურად მიეწოდება ლოს ანჯელესის ზოგიერთი აფთიაქიდან.

თუმცა კალიფორნიაში მიმდინარე კამათი მარიხუანის აკრძალვის შესახებ აღარ მიმდინარეობს, ამბობს მარიხუანის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი დიანჯელო. მისი ხედვით, მარიხუანის წარმოება ვითარდება. მან ასევე დაარსა საინვესტიციო ქსელი რომლის სახელია „არქვიუ ჯგუფი“ და მისი მიზანი ფინანსების მოზიდვაა.

სტივ დიანჯელო: აქ აღარ მიმდინარეობს საუბარი იმაზე, უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას ლეგალიზაცია. აქ არც დროზეა საუბარი, რადგან სწორედ ახლა წყდება ეს საკითხი.

ის ამბობს რომ მთავარია რა სახით იქნება ლეგალიზებული. ქვეყანა იმის მოლოდინშია, თუ ფედერალური ხელისფლება რა პასუხს გასცემს ამ კითხვას.
XS
SM
MD
LG