ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის ჯარებმა კიდალი აიღეს


ფრანგმა სამხედროებმა კიდალის აეროპორტი ღამე აიღეს და ქალაქში შევიდნენ

საფრანგეთის არმია კიდალში შევიდა, რომელიც მალიში ისლამისტების უკანასკნელი ბასტიონი იყო.

ფრანგი სამხედროების განცხადებით, მათ კიდალის აეროპორტი ღამე აიღეს და ქალაქში შევიდნენ. კიდალის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის ჰამინი მაიგას განცხადებით, საფრანგეთის ჯარებს კიდალში წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.
ისლამისტებთან მებრძოლმა თაურეგის ტომის მეომრებმა, თავის მხრივ განაცხადეს, რომ ქალაქში პირველები ისინი შევიდნენ.

მეცნიერების განცხადებით, საფრანგეთის ჯარების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ტიმბუხტუში ანტიკური ხანის ხელნაწერები ისლამისტების თარეშს გადაურჩნენ.
XS
SM
MD
LG