ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში ხელნაწერთა მუზეუმი დაარბიეს


განადგურებულ საცავში ზოგიერთი დოკუმენტი მა-13 საუკუნით თარიღდებოდა

მალიშს ქალაქ ტიმბუქტუში ისლამისტმა მეამბოხეებმა ინსტიტუტის ბიბლიოთეკა დაარბიეს, სადაც ათასობით ანტიკური ხელნაწერი ინახებოდა. მეამბოხეებმა ამ კვირაში ქალაქი დატოვეს.

გამოძიებამ ჯერეჯრობით ვერ დაადგინა ზუსტად რამდენი ხელნაწერია განადგურებული აჰმედ ბაბას ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში. თუმცა, მათ დანამდვილებით იციან, რომ ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში შეუფასებელი დოკუმენტაცია ინახებოდა.

ტიმბუქტუში აჰმედ ბაბას ბიბლიოთეკის გარდა კიდევ რამდენიმე წიგნის საცავია. მათში 30,000-მდე ხელნაწერი ინახებოდა.ზოგიერთი დოკუმენტი მე-13 საუკუნით თარიღდებოდა, ანუ იმ დროიდან, როცა ტიმბუქტუ ისლამის რელიგიური და სავაჭრო ცენტრი იყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG