ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპერაცია მალიში


ქალაქი ტიმბუქტუ უძველესი მეჩეთების და სალოცავების გამო იუნუსკოს მიერ მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი

საფრანგეთის არმიამ მალიში ქალაქ ტიმბუქტუს აეროპორტი და ქალაქისკენ მიმავალი გზები დაიკავა. სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახმელეთო ძალების ნაწილებმა და პარაშუტისტებმა ვერტმფრენების მხარდაჭერით ოპერაცია გუშინ ღამე განახორციელეს. ქალაქი ტიმბუქტუ უძველესი მეჩეთების და სალოცავების გამო იუნუსკოს მიერ მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ზოგიერთი მათგანი მე-15 საუკუნით თარიღდება.

თუმცა ისლამისტური დაჯგუფება ანსარ დინი ამ სიძველეებს მკრეხელურ ადგილებად განიხილავს. მათ ქალაქში არსებული ზოგი ძეგლი დაანგრიეს კიდეც. ტიმბუქტუს მერმა განაცხადა, რომ ისლმისტებმა ცეცხლი წაუკიდეს ძველ ბიბლიოთეკას, სადაც ათასობით ისტორიული ხელნაწერი ინახებოდა.
XS
SM
MD
LG