ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიური თვითმფრინავის ბედი


ავსტრალიის სამხედრო ავიაციის ბაზას, საიდანაც საერთაშორისო სამძებრო სამუშაოები იმართება, მალაიზიის პრემიერი ესტუმრა

მალაიზიის პრემიერ მინისტრი -ნაჯიბ რაზაკი- პირობას დებს, რომ საიდუმლოებით მოცული თვითმფრინავის ამბავი აუცილებლად გაირკვევა. ის დღეს ავსტრალიის სამხედრო ავიაციის ბაზას ესტუმრა, საიდანაც საერთაშორისო სამძებრო სამუშაოები იმართება.

ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ, მალაიზიის პრემიერმა განაცხადა, რომ თვითმფრინავზე მყოფი მგზავრების მგლოვიარე ოჯახები კითხვებზე პასუხს და შექმნილი ვითარების ამოწურვას იმსახურებენ. ის დარწმუნებულია, რომ უმაღლესი პროფესიონალიზმით აღჭურვილი საერთაშორისო ძალების საშუალებით ვითარება აუცილებლად გაირკვევა.

ბოინგ-777-ს თითქმის 4 კვირაა ეძებენ. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის -ტონი აბოტის- განცხადებით, თვითმფრინავის პოვნის გარანტია არ არსებობს, თუმცა ოფიციალური პირები ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილებისგან შორს არიან.
XS
SM
MD
LG