ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიური თვითმფრინავის ძებნა შეჩერებულია


ტაილანდის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ინდოეთის ოკეანეში სატელიტებით დაახლოებით 300-მდე მოტივტივე ობიექტი დაფიქსირდა

ინდოეთის ოკეანეში დაკარგული მალაიზიური თვითმფრინავის ძებნა უამინდობის გამო ისევ შეჩერებულია. დღეს ტაილანდის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მათ სატელიტების საშუალებით 300-მდე ობიექტის დაფიქსირება შეძლეს, რომელიც შესაძლოა ბოინგ-777-ის ნაწილები იყოს.

ახალ ფოტოებზე აღბეჭდილი საგნები დაახლოებით იმავე ადგილზეა, სადაც ისინი ფრანგულმა სატელიტმა დააფიქსირა. მათი სიგრძე სავარაუდოდ 2-დან 15 მეტრამდე იქნება. ჯერჯერობით, საუბარი ისევ მხოლოდ სატელიტურ ფოტოებს შეეხება და ოკეანეში მოტივტივე ღია ფერის საგნებამდე მისვლა უამინდობის გამო არ ხერხდება. ძებნას ავსტრალიის სანაპიროდან 2 500 კილომეტრით დაცილებულ წყლებში 11 თვითმფრინავი და 5 გემი ახორციელებს. ფრენები ცუდი ამინდის გამო გადაიდო, თუმცა გემები დაკარგული თვითმფრინავის ძებნას აგრძელებენ.
XS
SM
MD
LG