ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპამ და ჩინეთმა ახალი აბრეშუმის გზაზე და ეკონომიკურ სარტყელზე ერთად უნდა იმუშაონ.

დღეს ბიზნესმენების, მეცნიერების და სტუდენტების წინაშე საუბრისას, მაკრონმა თქვა, რომ „აბრეშუმის გზა მხოლოდ ჩინური პროექტი არასდროს ყოფილა." მისი თქმით, ეს გზა ცალმხრივი ვერ იქნება.

ახალი აბრეშუმის გზა და ეკონომიკური სარტყელი 2013 გამოცხადებული პროექტია, რომლის მიზანია ჩინეთი სახმელეთო გზით დააკავშიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, პაკისტანს, ცენტრალურ აზიას, ახლო აღმოსავლეთს და ევროპას.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, მთავრობა პროექტში 124 მილიარდ ამერიკულ დოლარს ჩადებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთს 600-მდე ბიზნესმენთან ერთად სტუმრობს. ვიზიტის მიზანი ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარებაა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტურიზმი და კლიმატის ცვლილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG