ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკ კოფი: იმედია, ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში იაქტიურებს


ლუკ კოფი
ლუკ კოფი

„აბრეშუმის გზა“ და კასპიის ზღვის აუზი ამერიკის საგარეო პოლიტიკური გამოწვევებისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილი რეგიონია. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ გზაჯვარედინს, საუკუნეების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი სამხედრო და ეკონომიკური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ვაშინგტონის „ჰერითიჯის ფონდში“ რეგიონის როლი, პრობლემები, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. მთავარი თემები რეგიონის უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკა იყო.

რეგიონში ამერიკის ინტერესებზე და საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემაზე, ჰერითიჯის საგარეო პოლიტიკის ალისონის ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ განაცხადა:

"შუა აზია, კასპიის ზღვის აუზი და სამხრეთ კავკასია შეერთებული შტატებისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო არის მნიშვნელოვანი. უპირველესად, ვიტყოდი, რომ ეს რეგიონი ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს რუსულ ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების უზარმაზარ პოტენციალს სთავაზობს. შეერთებულმა შტატებმა ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის სუვერენიტეტს, თვითმმართველობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და გარეშე ჩარევის და გავლენის საფრთხისგან დაცვას. იმედი მაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში მეტ აქტიურობას გამოიჩენს.

არსებობს დიდი რისკები და გამოწვევები, ყველაზე აშკარა რუსეთია. რუსეთი “გაყინული კონფლიქტებით” და უკანონო ოკუპაციით სარგებლობას ნახულობს, ყველა დანარჩენი კი ზარალდება. მთიანი

არსებობს დიდი რისკები და გამოწვევები, ყველაზე აშკარა რუსეთია. რუსეთი “გაყინული კონფლიქტებით” და უკანონო ოკუპაციით სარგებლობას ნახულობს, ყველა დანარჩენი კი ზარალდება.
ლუკ კოფი

ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შემთხვევაში, რუსეთმა რეგიონზე ზეწოლის განხორციელება მოახერხა ისე, რომ მოსკოვი სარგებლობს, ყველა სხვა კი ზარალდება. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, “მცოცავ ანექსიასთან” დაკავშირებით, ამერიკული პოლიტიკის წარმმართველებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება მართებთ. ისეთი შეხედულების ქონა, რომ რუსეთს შეუძლია უკანონო ოკუპაციის გაღრმავება და ამაზე პასუხს არ აგებს, ძალიან გულუბრყვილო საგარეო პოლიტიკაა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG