ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა კარიბის კუნძულები მოინახულა


ემანუელ მაკრონი ქარიშხლით დაზარალებული კარიბის ზღვის აუზის იმ კუნძულებს ესტუმრა, რომელიც ფრანგულ ტერიტორიად ითვლება. საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს გვადალუპეში ჩაფრინდა და თან პირველი საჭიროების ტვირთი ჩაიტანა, რომელშიც იყო წყალი, საკვები, მედიკამენტები და საგანგებო ვითარებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა მოწყობილობა-დანადგარები.

მაკრონი ადგილობრივ ოფიციალურ პირებს და საგანგებო ვითარების მართვის პერსონალს შეხვდა. საფრანგეთის პრეზიდენტი მათ დამატებითი ძალების და ტვირთის გაგზავნას დაპირდა. გვადალუპეს შემდეგ მაკრონი ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად, სენტ მარტინის და სენტ ბარტსის კუნძულებისკენ გაემართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG