ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალი "ირმა" კვირა დილით ფლორიდის შტატში "კი ვესტის" სანაპიროს მიუახლოვდა და ამჟამად, ძლიერი წვიმით და ქარით მძვინვარებს.

ქარიშხალი მეოთხე კატეგორიის სიმძლავრისაა. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 215 კილომეტრს აღწევს.

ძლიერი ქარიშხალი ფლორიდის შტატის ჩრდილოეთით გადაადგილდება მჭიდროდ დასახლებული ქალაქების გავლით. სტიქიამ შესაძლოა გამანადგურებელი ზიანი მიაყენოს შტატს, რომელსაც ასეთი სიძლიერის ქარიშხალი საუკუნეა არ უნახავს.

ფლორიდის გუბერნატორმა ფლორიდის ათასობით მოსახლეს ევაკუაციისკენ მოუწოდა და მათ ან შტატიდან გასვლა, ან ადგილობრივ თავშესაფრებში გადასვლას სთხოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG