ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო: პუტინს პროგოჟინის „გაქრობა“ სურდა


ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი.
ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მან დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი „არ გაექრო“ პრიგოჟინი. დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებას მოსკოვი ამბოხს უწოდებს, რამაც რუსეთს სამოქალაქო ომის საფრთხე შეუქმნა.

ლუკაშენკოს თქმით, თავდაპირველად, პუტინი ამბოხის ჩახშობას გეგმავდა, რომელიც მან 1917 წლის ამბოხების ჩახშობას შეადარა, რასაც ჯერ რევოლუცია, შემდეგ კი სამოქალაქო ომი მოჰყვა. მაგრამ, მოგვიანებით, კრემლმა პრიგოჟინთან შეთანხმებას მიაღწია და თანამებრძოლთა ნაწილთან ერთად, მას ბელარუსში წასვლის საშუალება მისცეს. ის მინსკში სამშაბათს ჩაფრინდა.

„მივხვდი, რომ ამბოხებულთა გაქრობის სასტიკი გადაწყვეტილება მიიღეს“, - ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ეს განცხადება, სამხედრო ოფიციალურ პირებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„პუტინს ვთავაზობდი არ აჩქარებულიყო. ვუთხარი, მოდი ვისაუბროთ პრიგოჟინთან, მის მეთაურებთან. რაზეც მან მითხრა, - მისმინე საშა, ის სრულიად უსარგებლოა, ტელეფონსაც კი არ პასუხობს, არავისთან საუბარი არ სურს“, - ასე იხსენებს ლუკაშენკო ვლადიმირ პუტინთან გამართულ დიალოგს.

ლუკაშენკოს ამ განცხადებებთან დაკავშირებით, კრემლს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ბელარუსის ლიდერი ასევე ამბობს, რომ „ვაგნერის“ წევრების გამოცდილებით და ბელარუსში ყოფნით, მისი სამხედრო ძალაც ისარგებლებს. „ეს ჯარში ყველაზე გაწვრთნილი დანაყოფია. ვის შეუძლია ამის საწინააღმდეგოდ რამე თქვას? ჩემს სამხედროებსაც ესმით ესს. ჩვენ, ბელარუსში, ასეთი ხალხი არ გვყავს“, - თქვა ლუკაშენკომ.

XS
SM
MD
LG