ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროფესიული სოციალური ქსელიდან "ლინკდინი" ინფორმაციამ გაჟონა


500 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია 6 აპრილს პოპულარულ ჰაკერულ ფორუმზე გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ "კიბერნიუსი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჰაკერულ ფორუმზე არა მარტოს საჯარო პროფილები, არამედ პერსონალური მონაცემები გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაცია 3 დღეში პროფესიულმა სოციალურმა ქსელმა "ლინკდინმა" დაადასტურა. ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

"ლინკდინი" მაიკროსოფტის შვილობილი კომპანიაა და ის ერთგვარი პროფესიული სოციალური ქსელია, სადაც მომხმარებლები საკუთარი სამუშაო გამოცდილების შესახებ წერენ, ეძებენ და პოულობენ სამსახურებს და საუბრობენ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. "ლინკდინს" მილიონობით მომხმარებელი ჰყვავს და მას არამარტო კერძო, არამედ იურიდიული პირებიც იყენებენ სხვადასხვა სერვისისთვის. სოციალური ქსელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარ პროფესიულ წრეში თავი გამოიჩინოს, შეავსოს ვაკანსია და მიიღოს სასურველი თანამდებობა.

"მაიკროსოფტს" გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად არ უსაუბრია, თუ კონკრეტულად რა ტიპის მონაცემებზეა საუბარი. შესაბამისად უცნობია, მოიპოვეს თუ არა ჰაკერებმა წვდომა პირად საუბრებსა თუ სხვა დახურულ ინფორმაციაზე, რომელიც ქსელში მომხმარებლებს საჯაროდ არ გამოაქვთ. აღსანიშნავია, რომ "ლინკდინის" ზოგიერთი სერვისი, მათ შორის "ჩათები", ფასიანია და მასში მომხმარებელი სოლიდურ თანხას იხდის.

შეგახსენებთ, რომ ამავე კვირაში პერსონალურმა ინფორმაციამ კიდევ ერთი სოციალური ქსელიდან "ფეისბუქი" გაჟონა. ჰაკერებმა ისე მოიპარეს 530 მილიონი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია, რომ ამერიკულმა გიგანტმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ "ფეისბუქმა" მომხმარებლებს ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG