ლიბიელ მეამბოხეებს დახმარებას აღმოუჩენენ. დახმარება მილიარდობით დოლარს შეადგენს, რომელსაც აშშ და კოალიციური ძალები გაიღებენ. სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რომში თავის კოლეგებს შეხვდა, სადაც ლიბიის საკითხი განიხილებოდა. კლინტონმა დასძინა, რომ აუცილებლობას წარმოადგენს საერთაშორისო წნეხის გაზრდა ლიბიის ლიდერზე მუამარ კადაფიზე. მისივე თქმით, მოსახლეობის დახმარების საუკეთესო საშუალება კადაფის ქვეყნიდან განდევნაა. შეხვედრაზე მიიღეს ლიბიის კუთვნილი 30 მილიარდი დოლარის გაყინული ანგარიშიდან გარკვეული თანხების გამონთავისუფლების გეგმა მეამბოხეთა დახმარების მიზნით. 26 მილიონი ობამას ადმინისტრაციის დაპირებისამებრ არასაბრძოლო დახმარებას მოხმარდება. 55 მილიონი კი ჰუმანიტარულ დახმარებას.