ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ტელევიზია ხამის კადაფის ხმის ჩანაწერს ავრცელებს


ლიბიის ტელევიზია ხამის კადაფის ხმის ჩანაწერს ავრცელებს
ლიბიის ტელევიზია ხამის კადაფის ხმის ჩანაწერს ავრცელებს

ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიამ მუამარ კადაფის ვაჟის ხმის ჩანაწერი, მას შემდეგ გაავრცელა რაც, აჯანყებულები მის სიკვდილს ამტკიცებდნენ.

ვიდეო კადრებმა ხამის კადაფის საავადმყოფოში ვიზიტი ასახა, როდესაც მან დაჭრილი ლიბიელი ჯარისკაცები მოინახულა.

ლიბიის მთავრობა ასევე უარყოფს ხამის კადაფის მკველობას ქალაქ ზლიტანის მახლობლად ნატოს მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს.

თუ ვიდეო ჩანაწერი სინამდვილეს შეეფერება, მაშინ დასტურდება ხამის კადაფის პირველი საჯარო გამოჩენა, პარასკევს, მისი მოკვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ.

პარალელურად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა, აჯანყებულ ლიბიელთა გადაწყვეტილება ლიდერების რეორგანიზაციის თაობაზე, რომელიც, ასევე, წინა თვეში, აჯანყებულთა სამხედრო ლიდერის საიდუმლოებით მოცულ მკვლელობასაც ითავლისწინებს.

XS
SM
MD
LG