ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბია დახმარებას ითხოვს


ლიბიის გარდამავალი მთავრობა გაეროს მიმართავს და ლიბიურ ქალაქებში ტერორიზმის აღმოფხვრაში შემწეობას სთხოვს

ლიბია საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვს იმ საქმეში, რომელსაც ის ტერორიზმთან ბრძოლას უწოდებს. ქვეყნის გარდამავალი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მთავრობა გაეროს მიმართავს და ლიბიურ ქალაქებში ტერორიზმის აღმოფხვრაში შემწეობას სთხოვს.

ხელისუფლების განცხადებით, ლიბიურ ქალაქებში, მათ შორის ბენღაზიში, სირტეში და რამდენიმე სხვა ადგილას, ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. ორშაბათს ბენღაზიში მომხდარ მანქანის აფეთქებას სულ მცირე, 7 ადამიანი შეეწირა. ლიბიაში უწესრიგობა 2011 წლის შემდეგ გრძელდება, როცა ქვეყანამ დიდი ხნის ტირანი, მოამარ კადაფი ჩამოაგდო.
XS
SM
MD
LG