ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ამერიკის მოქალაქე მოკლეს


ბენღაზის საერთაშორისო სკოლა
ბენღაზის საერთაშორისო სკოლა

ბენღაზის საერთაშორისო სკოლის მასწავლებლის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია

ბენღაზიში დღეს დილით შეერთებული შტატების კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს. ლიბიის დედაქალაქში მომხდარ ფაქტს როგორც სამედიცინო, ასევე ადგილობრივი უსაფრთხოების წყაროები ადასტურებენ. დაღუპული მამაკაცი ბენღაზის საერთაშორისო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

შეერთებული შტატების მოქალაქის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არც შეერთებული შტატების მხრიდან გაკეთებულა. როგორც ცნობილია, 2012 წელს ისლამისტი სამხედრო დაჯგუფების თავდასხმის შედეგად ლიბიაში ამერიკის ელჩი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG