ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის კიდევ ერთი მინისტრი გაექცა


კადაფის კიდევ ერთი მინისტრი გაექცა
კადაფის კიდევ ერთი მინისტრი გაექცა

ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანა დატოვა და ოჯახის ცხრა წევრთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. ქაიროს აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნასრ ალ-მაბრუქ აბდულა და მისი ნათესავები ეგვიპტის დედაქალაქში კერძო თვითმფრინავით ტუნისის საკურორტო კუნძულ ჯერბადან ჩავიდნენ. მათი თქმით, მინისტრმა ეგვიპტეში შესვლა ტურისტული ვიზით შეძლო. მას ქაიროში არსებული კადაფის მთავრობის საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დახვდა. კუნძულ ჯერბადან გავრცელებული ინფორმაციით, კვირას კადაფის მინისტრმა ამბოხებულებთან მკაცრად დაცულ სასტუმროში მოლაპარაკება გამართა. დღეს დილით, მუამარ კადაფიმ რადიო მიმართვაში განაცხადა, რომ ლიბიელმა ხალხმა ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა განაგრძოს და მათ „ამბოხებულ მოღალატეებს“ პასუხი უნდა გასცენ.

XS
SM
MD
LG