ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მომავალი ელით ლიბიელ ამბოხებულებს?


რა მომავალი ელით ლიბიელ ამბოხებულებს?
რა მომავალი ელით ლიბიელ ამბოხებულებს?

ლიბიის დასავლეთში დარჩენილი ამბოხებულებმა საკუთარი საბჭო შექმნეს და ისინი ბენღაზისთან მოქმედებების კოორდინაციას აკეთებენ.

ლიბიის ამბოხებულების ძალისხმევა გარკვეულწილად მოუწესრიგებელია. მათ შორის უთანხმოება პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ ისინი რამდენიმე ხანი ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა დალაგებულიყო სიტყვები ოპოზიციის დროებითი მმართველობის სახელწოდებაში. ამ უწყებას გარდამავალი ეროვნული საბჭო ჰქვია. ამბოხებულებს სურდათ სამმართველო ერთეულს ისეთი სახელი ჰქონოდა, რომელიც გააერთიანებდა, როგორც მთელს ქვეყანას, ასევე ყურადღებას გაამახვილებდა იმაზე, რომ ეს ჯგუფი მხოლოდ დროებითი მთავრობა იყო.

ამბოხებულთა მთავრობა ლიბიის აღმოსავლეთშია დაფუძნებული და ის საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის გაერთიანებას ისახავს მიზნად და დედაქალაქად კვლავ ტრიპოლის დატოვება სურს. როგორც ლიბიაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს გაუჩნდათ შიში, რომ აღმოსავლეთიდან წამოსული ოპოზიცია ახალ მთავრობაში უპირატესობის მოპოვებას ეცდება. ეს საფრთხე განსაკუთრებით გასათვალისწიენებელია იმის გამო, რომ ლიბია არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არის ამ ეტაპზე დაყოფილი, არამედ გეოგრაფიულითაც. ქვეყანას დაუსახლებელი უდაბნო თითქმის შუაზე ჰყოფს.

გეოგრაფიული მდებარეობის გამო ლიბიის დასავლეთ ნაწილში დარჩენილი ოპოზიციის ძალები ბენღაზიში დაფუძნებულ გარდამავალ საბჭოსთან მოქმედებების კოორდინაციას თითქმის ვერ აკეთებენ. თუმცა საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქმედებების კოორდინაცია აწარმოონ.

ოპოზიციური მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი აჰმედ ალ დარატის თქმით, ლიბიის დასავლეთში დარჩენილი ამბოხებულებმა საკუთარი საბჭო შექმნეს და ისინი ბენღაზისთან მოქმედებების კოორდინაციას აკეთებენ. მისივე აზრით, ამ სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ერთიანი ლიბიის მთავრობის შექმნას კადაფის რეჟიმის გადადგების შემდეგ.

აღმოსავლეთის ამბოხებულები გარდამავალი კონსტიტუციის შექმნასაც აპირებენ, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე დეტალია ცნობილი. გარდამავალ მთავრობას საბჭოს გაფართოვება სურს, რათა ის მთელი ქვეყნისთვის წარმომადგენლობითი სამმართველო ერთეული გახდეს. გარდა ამისა, კადაფის გადაგდების შემდეგ, ოპოზიციას საპარლამენტო, ხოლო ერთი წლის განმავლობაში კი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა სურს. საბჭოს რამდენიმე ახლანდელმა მაღაჩინოსანმა განაცხადა, რომ ისინი არჩევნებში კენჭს არ იყრიან. ამით ოპოზიციის ლიდერები ხალხისთვის იმის ჩვენებას ცდილობენ, რომ ისინი საკუთარი ძალაუფლებისთვის არ იბრძვიან.

გარდამავალი მთავრობის მუშაობას ხალხი არაერთგვაროვნად აფასებს. ბენღაზის ერთ-ერთ ბაკნთან რიგში მდგარი ბატონი აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე დღეა ბანკებს ნაღდი ფული არ აქვთ:

მისი თქმით, ბანკებმა ლიმიტი დააწესეს თანხაზე, რომელიც გამოტანის უფლებაც თითოეულ მეანაბრეს აქვს. საზღვარგარეთიდან ნაღდი ფულით დახმარების შემთხვევაშიც კი ეს პრობელმა ვერ მოგვარდება.

გარდა ეკონომიკური სირთულეებისა, ქვეყანას ენერგო-რესურსებიც აკლია. ქალაქში ელექტროენერგია ხშირად ითიშება. ქუჩებს მხოლოდ მოხალისეები ალაგებენ და მუნიციპალური მომსახურება თითქმის არ ფუნქციონირებს. ოპოზიციური მთავრობისთვის მთავარი მიზანი ტერიტორიის გამაგრება და სამხედრო იერიშების მოგერიებაა.

გარდამავალი საბჭოს წარმომადგენელი ჯალალ ელ გალალი აცხადებს, რომ ლიბიელი ხალხი მალე გადალახავს სირთულეებს, რომლებსაც პოლიტიკური ინფრასტრუქტურის არ ქონა იწვევს. მისი თქმით, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შეგრძნება თითოეული ლიბიელის თანდაყოლილი მახასიათებელია:

„თითოეულ ჩვენგანს სამართლიანობის გრძნობა კარგად აქვს განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინსტიტუციონალური სამართალი არ არსებობდა, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს სამართლიანობა. ამიტომ, როდესაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს შევქმნით, ჩემი აზრით, ხალხი ადვილად შეძლებს მათთან ადაპტაციას.“

მიუხედავად იმისა, რომ ამბოხებულები პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ გეგმებს ადგენენ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის დასამყარებლად, მათ მთავარი სირთულე ჯერ ისევ გადასალახი აქვთ. მუამარ კადაფი აცხადებს, რომ ის არ გადადგება და ძალაუფლებას ოპოზიციას არ გადასცემს.

XS
SM
MD
LG