ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელმა ამბოხებულებმა ქალაქი ბრეგა აიღეს


ლიბიელმა ამბოხებულებმა ქალაქი ბრეგა აიღეს

შეერთებული შტატები ლიბიაში ნატოს კოალიციის ფარგლებში მონაწილეობას წყვეტს

ლიბიელმა ამბოხებულებმა სტრატეგიული სანავთობო ქალაქი ბრეგა აიღეს. კადაფის ხელისუფლება კი ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ამავდროულად შეერთებული შტატები ლიბიაში ნატოს კოალიციის ფარგლებში მონაწილეობის შეწყვეტისთვის ემზადება. დღეს ლიბიის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულ ალ-ობეიდი მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის ოფიციალურ პირებთან და ანკარას ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ლიბიის ოპოზიციასთან შუამავლობას თხოვს. გუშინ კი მუამარ კადაფის წარმომადგენელმა ათენში ანალოგიური შეხვედრა გამართა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან გეორგე პაპანდრეოსთან. გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ კი იუწყება, რომ კადაფის შვილს სეიფ ელ-ისლამ კადაფის კონფლიქტის მოგვარების გეგმა შეუმუშავებია. კერძოდ, მუამარ კადაფი უარს იტყვის ძალაუფლებაზე და ხელისუფლებას გადასცემს მის შვილს, რის შემდეგაც ქვეყანაში კონსტიტუციური დემოკრატიის დამყარების პროცესი დაიწყება. გამოცემაში ნათქვამია,რომ ამ გეგმას სავარაუდოდ არც თავად მუამარ კადაფი და არც ამბოხებულები არ დათანხმდებიან.

XS
SM
MD
LG