ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში სამოქალაქო მოსახლეობა კვლავ იღუპება


A French Rafale fighter jet approaches an airborne Boeing C-135 refueling tanker aircraft from the Istres military air base during a refueling operation above the Mediterranean Sea, Mar 25 2011

ფრენების აკრძალვის მიუხედავად, კადაფის მხარდამჭერებსა და აჯანყებულებს შორის ბრძოლები არ წყდება

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, ლიბია არა-საფრენ ზონად გამოცხადდა. საერთაშორისო კოალიცია რეზოლუციის მიერ დადგენილ შეზღუდვებს დღემდე წარმატებით ასრულებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოლკოვნიკი მუამარ კადაფის საჰაერო ძალები თითქმის მთლიანადაა განადგურებული.

მიუხედავად ფრენების აკრძალვისა, კადაფის მხარდამჭერებსა და აჯანყებულებს შორის ბრძოლები არ წყდება. ამის გამო, ლიბიაში სამოქალაქო მოსახლეობა კვლავ იღუპება. ექსპერტთა შორის გაჩნდა შეხედულება, რომ გამორიცხული არ არის, რომ საერთაშორისო კოალიციამ მიზნად კადაფის რეჟიმის შეცვლა და მისი ქვეყნიდან გაძევება დაისახოს.

შეერთებულიშტატების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მიმდინარე ოპერაციის დანიშნულება კადაფის რეჟიმის შეცვლა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არაერთხელ აღნიშნა, რომ „კადაფი უნდა წავიდეს.“

გაეროს რეზოლუცია ლიბიაში მმართველობის შეცვლაზე არ მიუთითებს. თუმცა ამერიკის ყოფილი ელჩი მაროკოში მარკ გინსბერგი ამბობს, რომ რეზულუციის ტექსტი საკმაოდ ზოგადია და მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„ქვეყნები ამ ტექსტს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ფრანგებსა და ბრიტანელებს რეზოლუციის პირობები უფრო მკაცრად ესმით, ვიდრე ვაშინგტონაში. ჩვენ ზუსტად იმას ვაკეთებთ, რაც სხვა ქვეყნებს აშფოთებს. ჩვენი მოქმედებებით გაეროს რეზოლუციას შესაძლოა ძალა დავაკარგინოთ.“

ვორდ კაროლი საზღვაო ძლების სარადარო სისტემის სპეციალისტია, რომელიც რამდენიმე წლის წინ პილოტად მსახურობდა და ერაყსა და ბოსნიაში მსგავსი არასაფრენ ზონას იცავდა.

„ოპერაციაში ჩართული ყველა ქვეყანა რეჟიმის შეცვლით არ არის დაინტერესებული. რამდენიმე მათგანმა ეს ხმამაღლაც განაცხადა. მაგრამ კოალიციის რამდენიმე წევრი - მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი - იმას ამბობს, რომ ოპერაციის მიზანი სწორედ რეჟიმის შეცვლაა. მიუხედავად იმისა, თუ რა განზრახვა აქვს თითოეულ ქვეყანას, საბოლოო ჯამში უდანაშაულო ადამიანების ხოცვის შეჩერება კადაფის რეჟიმის შეცვლასთან ასოცირდება.“

ერთ-ერთი საჰაერო იერიშის დროს კოალიციის თვითმფრინავებმა კადაფის რეზიდენცია დაბომბეს. იმ დროს კადაფი ადგილზე არ იმყოფებოდა.

საჰაერო ძალების გენერალი მაიკ დანი, რომელიც არა-საფრენი ზონის დაცვის ოპერაციას არაერთხელ ხელმძღვანელობდა ამბობს, რომ კადაფის საცხოვრებელი ადგილის მიზანში ამოღება უჩვეულო გადაწყვეტილება არ არის.

„კადაფი ლიბიის შიარაღებული ძალების მეთაურია. ის, პრეზიდენტი ობამას მსგავსად, ლიბიის მთავარსარდალია. გამომდინარე იქიდან, რომ კადაფი საბრძოლო ველს მართავს, სამხედრო ოპერაციების ბრძანებებს გასცემს და ზოგადად, შეიარაღებულ ძალებს მეთაურობს, ის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს. მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა ლიბიაში რეჟიმის შესაცვლელად არ იბრძვის.“

გენერალი დანის თქმით, საჰაერო ოპერაცია გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული:

„ჩვენ ვიცით, რომ არასაფრენი ზონის დაცვა დიქტატურას ვერ შეცვლის. მაგალითად, ერაყის სამხრეთსა და ჩრდილოეთში არასაფრენი ზონა 1991 დან 2003 წლამდე იყო დაწესებული. არა-საფრენი ზონის არსებობამ ერაყში რეჟიმი ვერ შეცვალა და სადამ ჰუსეინმა ამას 12 წელი გაუძლო. ჩემი აზრით, კადაფიც ადვილად გაართმევს თავს მსგავს შეზღუდვებს.“

ამერიკის ყოფილი ელჩი ეთანხმება გენერალს და ამბობს:

„გამომდინარე იქიდან, რომ კადაფის შეცვლა ამერიკის პოლიტიკური მიზანი არ არის, კადაფი შეიძლბა ხელისუფლებაში დარჩეს. ამ შემთხვევაში, ლიბიის საზოგადოება ალბათ ისევ ორად გაიყოფა ისე, როგორც ეს რევოლუციამდე იყო, როცა კადაფის ხელმძღვანელობით აჯანყებულებმა მონარქია დაამხეს. ეს შექმნის იმის საშიშროებას, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა ლიბიაში შეიძლება წლების მანძილზე გაგრძელდეს.“

თუ ელჩი გინსბერგისა და გენერალი დანის პროგნოზი მგამართლდა და კადაფი ხელისუფლებაში დარჩა, საერთაშორისო კოალიცია, რომელიც ლიბიაში საჰაერო ოპერაციაშია ჩართული შერცხვენილი დარჩება. ეს ყველას ერთნაირად შეეხება, მიუხედავად იმისა, თუ რა იყო კოალიციის წევრი ქვეყნის თავდაპირველი მიზანი, ჰუმანიტარული მისია, თუ რეჟიმის შეცვლა.

XS
SM
MD
LG