ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ქ. ბანი ვალიდში შეტაკებებია


ლიბიის ქ. ბანი ვალიდში შეტაკებებია
ლიბიის ქ. ბანი ვალიდში შეტაკებებია

ლიბიის გარდამავალი მთავრობის განცხადებით, მათი ძალები ქალაქ ბანი ვალიდისკენ დაიძრნენ, რომელიც კადაფისტების ერთერთი ბოლო საყრდენია. ოფიციალური წყაროების თანახმად, დროებითი მთავრობის მებრძოლები უკვე მიუახლოვდნენ ბანი ვალიდს. რევოლუციური არმიის ნაწილები ასევე ცდილობენ კონტროლის დამყარებას ქალაქ სირტზე, სადაც პატარა უბნებში კვლავ გამაგრებულნი არიან კადაფის მეომრები. დროებითი მთავრობის განცხადებით სირტზე კონტროლის დამყარების შემდეგ ისინი ქვეყანას გათავისუფლებულად გამოაცხადებენ. ამავდროულად, სირიაში ბაზირებულმა პრო-კადაფისტურმა ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად კადაფის შვილი ხამისი აგვისტოში ტრიპოლისთვის გამართულ ბრძოლებში დაიღუპა.

XS
SM
MD
LG