ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ბეირუთში


ანალიტიკოსების აზრით, ტერორისტული აქტი შესაძლოა სირიაში მიმდინარე დაპირისპირების გაგრძელება იყოს

ლიბანელი შიიტებით დასახლებულ სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას ტერიტორიაზე მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ბეირუთის გარეუბანში მომხდარი აფეთქების გამო რამდენიმე მანქანას ცეცხლი მოეკიდა და სულ ცოტა 37 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმა საკმაოდ დატვირთულ კომერციულ უბანში მოხდა, სადაც ჰეზბოლას ოფისების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობაც ცხოვრობს. პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არავის აუღია. ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ აქტში, ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა სირიაში მიმდინარე დაპირისპირების კვალი იყოს. დაჯგუფების ლიბანელი წევრები სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეს იბრძვიან, რითაც სუნიტი მოსახლეობის დიდ გაღიზიანებას იწვევენ.
XS
SM
MD
LG