ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ტერიტორიიდან ლიბანი დაიბომბა


ლიბანში განვითარებული მოვლენები ადასტურებს ექსპერტების პროგნოზებს იმის შესახებ, რომ სირიის სამოქალაქო ომი შესაძლოა მეზობელ ქვეყნებში გავრცელდეს.

სირიელი ამბოხებულები, როგორც ჩანს ბრძოლას ლიბანის ტერიტორიაზეც აგრძელებენ. ლიბანის უშიშროების წყაროების ცნობით, დღეს მომხდარ დაპირისპირებაში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი ლიბანური დაჯგუფება, ჰეზბოლას წევრები და სირიის ოპოზიცური ძალები მონაწილეობდნენ.

დღეს დილით ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბალბეკში სირიის მხრიდან რამდენიმე რაკეტა ისროლეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მსხვერპლი ორივე მხარეს დაფიქსირდა. ჰეზბოლა პრეზიდენტ ასადის მხარდასაჭერად დიდი ხანია სირიაში მეომრებს აგზავნის. ოპოზიციური ძალები მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში შურისძიებით ემუქრებოდნენ.

ლიბანში განვითარებული მოვლენები ადასტურებს ექსპერტების პროგნოზებს იმის შესახებ, რომ სირიის სამოქალაქო ომი შესაძლოა მეზობელ ქვეყნებში გავრცელდეს. მსგავსი ინციდენტები თურქეთის, იორდანიის და ისრაელის ტერიტორიებზეც დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG