ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში ბრიტანელი დიპლომატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია


ლიბანის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავებულია ბრიტანეთის მოქალაქისა და ლიბანში ქვეყნის საელჩოს თანამშრომელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონდა, თუმცა დამატებითი დეტალები ეჭვმიტანილის შესახებ არ გაუვრცელებიათ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშორმლობს.

რებეკა დიკსის ცხედარი შაბათს ერთ-ერთი გზის პირას იპოვეს. პოლიცია, სხვა გარემოებებთან ერთად, მისი გაუპატიურების ალბათობასაც იძიებს.

დიკსი ბეირუთში თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და საელჩოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის პროგრამებისა და პოლიტიკის მენეჯერი იყო.

XS
SM
MD
LG