ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ამერიკისგან დიპლომატიური მისიის შეკვეცას ითხოვს


ამერიკის საელჩო მოსკოვში
ამერიკის საელჩო მოსკოვში

რუსეთის საგარეო სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ის ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული სანქციების საწინააღმდეგო ზომებს მიმართავს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ სანქციების მიღება ადასტურებს „შეერთებული შტატების უკიდურესად აგრესიულ საგარეო პოლიტიკას“.

„ამერიკულ მხარეს მოვუწოდებთ, რომ შეამციროს მოსკოვში ამერიკის საელჩოში მომუშავე დიპლომატებისა და ტექნიკური პერსონალის რაოდენობა ზუსტად ისე, რამდენი რუსი დიპლომატი და თანამშრომელიც მუშაობს შტატებში ჩვენს საელჩოში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, ეს მოთხოვნა აგვისტოს ბოლომდე უნდა შესრულდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG