ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი: კონგრესი უკრაინას სამხედრო დახმარებას აღუდგენს


სენატორი რონ ჯონსონი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს იტყვის უკრაინისთვის 250 მილიონის დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემაზე, კონგრესი დაფინანსებას მაინც მოიპოვებს უკრაინისთვის.

რესპუბლიკელმა სენატორმა ვინსკონსინის შტატიდან, „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციას უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, გააუქმებს, თუ არა ტრამპი უკრაინისთვის დაფინანსების აღდგენის გადაწყვეტილებას რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად, კონგრესი მაინც იპოვის გზას ამ დაფინანსების აღსადგენად უკრაინისთვის.

„მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს ის, დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც კონგრესი შემდეგ საბიუჯეტო წელს დაბრუნდება, რაც ძალიან მალე, პირველ ოქტომბერს მოხდება, შესაბამისი პროცესის გათვალისწინებით ჩვენ, მიუხედავად მისი სურვილისა, ვაიძულებთ პრეზიდენტს, რომ ეს თანხა დახარჯოს“,- თქვა ჯოსნოსნმა, რომელიც ახლახანს დაბრუნდა აღმოსავლეთ ევროპის ტურიდან.

ჯონსონი და მისი კოლეგა სენატორი კრის მერფი, დემოკრატი სენატორი კონექტიკუტიდან, არ შეუშვეს რუსეთში. ისინი კონგრესის ორპარტიული დელეგაციის წევრები არიან. დელეგაცია რუსეთის გარდა, ბალკანეთის სახელმწიფოებსა და უკრაინაშიც ჩავიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG