ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირუსზე ტესტირების არარსებობა, ლტოლვილთა ბანაკებში შიშს თესავს


მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი ადამიანია, რომელიც ომმა და არეულობამ საკუთარ სახლებს მოწყვიტა. მათგან 10 მილიონამდე, ლტოლვილთა ბანაკებში და არაფორმალურ დასახლებებშია და თითქმის არც ერთ მათგანს კორონავირუსზე ტესტი არ ჩატარებია.

ამ ბანაკების შედარებით განცალკევებულმა მდებარეობამ, შესაძლოა ვირუსის გავრცელებაერთგვარად შეანელა, მაგრამ ისინი ჰერმეტულად დახურული არ არის. ტესტირების გარეშე, ვირუსს შეუძლია უკონტროლოდ გავრცელდეს, სანამ ადამიანები სიმპტომებს არ გამოამჟღავნებენ. ამას მსოფლიოს ლტოლვილებისთვის კატასტროფული შედეგების მოტანა შეეძლება, მათთვის ძალიან ცოტა ინტენსიური თერაპიის საწოლი და ხელოვნური სუნთქვის აპარატი იქნება, ან საერთოდ არ იქნება. შესაძლოა ხელთათმანები ან პირბადეებიც კი არ იყოს.

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ხელმძღვანელმა ჯენ ეგელენდმა “ასოშიეიტედ პრესს” უთხრა: “ტესტები ნიუ-იორკში და ნორვეგიაშიც არასაკმარისია, მაგრამ მსოფლიოს სამხრეთის უმეტეს ქვეყნებში საერთოდ არ არის იმისთვის, რომ ხალხმა მათი დახმარება სცადოს.”

ცოტა ხნის წინ, მისმა ჯგუფმა ჩაატარა მიმოხილვა 30-ივე ქვეყანაში, სადაც ის მუშაობს და აღმოაჩინა, რომ ტესტირება არ ტარდება მანამდე, სანამ ადამიანები ავად არ ხდებიან.

ლტოლვილებს დაავადება უკვე დაუდასტურდათ იტალიაში, გერმანიაში, ირანში, ავსტრალიაში და საბერძნეთში, სადაც ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, რომ 150 ადამიანი, რომელიც თავშესაფრის მთხოვნელთათვის განკუთვნილ საკარანტინო სასტუმროში ცხოვრობდა, ვირუსით დაინფიცირდა და არც ერთ მათგანს “კოვიდ-19”-ის სიმპტომები არ გამოუმჟღავნებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG