ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოხეტიალე ხელოვნება


გამოფენის შედეგად, რომელსაც "მოხეტიალე ხელოვნების" სახელითაა ცნობილი, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ხალხმრავლობა არ ცხრება.

ლოს-ანჯელესში, ყოველი თვის ერთ დღეს, დაახლოებით ორმოცდაათამდე გალერეა ათასობით დამთვალიერებელს ადგილობრივი ნამუშევრების ნახვის საშუალებას სთავაზობს. ამ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს - საზეიმო და სანახაობრივი.
მხატვარი და ამავდროულად გამოფენის მფლობელი ნობორი მიშიმაც აზიურ თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს.

იქვე შორიახლოს, ურუგვაელი მხატვრის გონზალო ალგარატეს ქანდაკებაა განთავსებული:

„როგორც ხელოვანისათვის, მსგავსი ღონისძიება მართლაც დიდი ჯილდოა, რადგან ამ დროს საკუთარ ნამუშევარს უამრავ ადამიანს აცნობ,“ - აღნიშნავს მხატვარი ალგარატე.

მართლაც, ამ გამოფენის შედეგად, რომელიც „მოხეტიალე ხელოვნების“ სახელითაა ცნობილი, ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ქუჩებში ხალხმრავლობა არ ცხრება. ერთ დროს დაცარიელებული შენობები ახლა ახალგაზრდა პროფესიონალების საცხოვრებელი გახდა. მხატვრების უმეტესი ნაწილი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. წარმოშობით მექსიკელმა მიგელ ოსუნამაც საკუთარი სახელოსნო სწორედ ამავე ქუჩაზე გახსნა, რომელიც მისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს:

„აქ ბევრ საინტერესო იდეას აღმოაჩენთ, რაც მომავალში ნახატის შექმნის საშუალება ხდება.“

გამოფენის ხელმძღვანელის ელენ შინდერმენის თქმით კი, „მოხეტიალე ხელოვნების“ მეორე მიღწევას, მსოფლიოდან ჩამოტანილი ტექსტილური ხელოვნების გამოფენა წარმოადგენს.

„საოცარი სანახობაა. ქალაქში ახალი, საინტერესო ცხოვრება დაბრუნდა,“ - ამბობს ფოტოხელოვანი ჯეიმი იტაგაკი.

ასეა ყოველთვის, თვიდან თვემდე, ლოს-ანჯელესში, ხელოვნების მოყვარულები უამრავი სურპრიზის მომსწრენი ხდებიან, როცა ისინი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საინტერესო ხელოვნების ნიმუშების გარდა უამრავ დამთვალიერებლს ხედავენ.
XS
SM
MD
LG