ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსკარები და ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო


ოსკარები და ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო

მერილ სტრიპმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისავის პირველი ოსკარი აიღო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჟან დუჟარდინმა კი ამერიკელი მაყურებლის მოლოდინი არ გააწბილა და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზს დაჯერდა.

26 თებერვლის ღამეს, ლოს ანჯელესში ჰოლივუდმა წლის საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნამუშევრებს ოსკარების 84 ცერემონიაზე მიაგო პატივი. საღამოს ვეტერანი კომედიანტი და წამყვანი ბილი კრისტალი დაუბრუნდა.

ოსკარების ცერემონიას ყოველწლიურად, 1927 წლის შემდეგ აქვს ადგილი. კინოაკადემია ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს აჯილდოებს. ნომინაციებს აკადემიის 6 000 წევრი ასახელებს და შემდეგ ხმას აძლევს გამარჯვებულის კანდიდატურას.

წლევანდელ გამარჯვებულებს შორის მარტინ სკორსეზეს "უგო", და ფრანგი მიშელ ჰაზანავიციუსის "არტისტი" ლიდერობდნენ.

XS
SM
MD
LG