ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსკარის ნომინაცია


ოსკარის ნომინაცია
ოსკარის ნომინაცია

რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ, საღამოს ცნობილი კინომსახიობი ბილი კრისტალი უკვე მეცხრედ წაიყვანს.

ამერიკის კინოაკადემია სულ რამდენიმე საათში შეერთებული შტატების კინოხელოვნების უმაღლეს ჯილდოებს დაარიგებს. კინოსმოყვარულები ჰოლივუდში „ოსკარის“ 84-ე საზეიმო ცერემონიალს სულმოუთქმელად ელოდებიან. რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ საღამოს ცნობილი კინომსახიობი ბილი კრისტალი უკვე მეცხრედ წაიყვანს.

საუკეთესო ფილმის პრიზზე 9 ფილმია ნომინირებული. კინოკრიტიკოსების აზრით, შავ-თეთრ უხმო ფილმს „არტისტი“ პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავს. ნომინანტებს შორისაა კინოს თემაზე გადაღებული ასევე უჩვეულო სამგანზომილებიანი ფილმი „ჰუგო“. მარტინ სკორსეზეს ამ უკანასკნელ ნამუშევარს კინოაკადემიის ყველაზე მეტი, 11 ნომინაცია აქვს.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებას ირანულ ფილმს „გაყრას“ უწინასწარმეტყველებენ. კინოკრიტიკოსების აზრით, ამ საღამოს „ოსკარების“ წინა პლანზე მსახიობები: მერილ სტრიპი, ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი და ვაიოლა დეივისი იქნებიან.

XS
SM
MD
LG