ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილმში „შთამომავლები,“ ოჯახის დრამა რეჟისორმა ალექსანდრე პეინმა მაღალი მხატვრული ოსტატობით გადმოსცა. წარმატებული იურისტის - მეთ სმიტის მთავარ როლს - ჯორჯ კლუნი ასრულებს, რომელიც საკუთარ თავს ცხოვრებისული სირთულებიის გასაყარზე უეცრად აღმოაჩენს.

სანაოსნო კატასტროფის შემდეგ, მისი მეუღლე ამქვეყნიურ სამყაროს გამოეთიშა და იგი კომაში იმყოფება.

სწორედ ამიტომ, მეთ სმიტს მარტოხელა მშობლის სტატუსით თავის ორ ქალიშვილზე ზრუვა მოუწია. პარალელურად, იგი მისი მეუღლის ღალატის ამბავსაც შეიტყობს.

მეთ სმიტი, ფილმში, საკმაოდ უხეშ და ტლანქ თვისებებს არა-მარტო შვილებთან, არამედ ყველასთან ავლენს, ვინც მის გარშემო ტრიალებს.

ოსკარის ნომინაციაზე, ექვსჯერ წარდგენილი და ერთხელ გამარჯვეული ფილმის მთავარი როლის შემსურელები ჯორჯ კლუნი, ამჟამად ჰოლივუდში სტატუს ქვოს ინარჩუნებს და იგი მომხიბვლელობასთან ერთად დიდი ნიჭიერებითაც გამოირჩევა.

თავის დროზე, ჯორჯ კლუნი, 2009 წელს „პარამაუნტ ფიქჩერის“ მიერ გადაღებულ ფილმში „მაღლა ცაში,“ მეტ კინგის მთავარი როლის შესრულებისთვისაც ოსკარზე წარადგინეს, რომელიც საბოლოოდ ვერ მოიპოვა. სწორედ ამიტომ, ისმის კითხვა: შეძლებს კი კლუნი, ამჯერად, 2012 წლის ოსკარის ნომინაციაში გამარჯვებას?

ოსკარის მეორე ნომინატი მსახიობი ჟან დუჟარდინს განსხვავებული როლის შემსრულებელია. იგი ჯორჯ ვალენტინს განასახიერებს, რომელიც 1920-იანი წლების გაუხმოვანაბელი ფილმის ცნობილი კინო-ვარსკვლავი იყო.

მიშელ ჰაზანვისუსის ფილმში „არტისტი,“ ჟან დუჟარდინი მსახიობისათვის საჭირო საოცარი გარდასახვა ახასიათებს. მისი ელეგანტურობა, გამოხატულება, მარვლისმეტყველი ღიმილი, გაუხმოვანებელ ფილმს განსაკუთრებულობის ელ-ფერს სძენს. სწორედ ამიტომ დუჟარდინი ოსკარის ერთპიროვნული გამარჯვებული იქნებოდა რომ ნომინაციის, რიცხვში ლოს-ანჯელესელი მებაღის კარლოს კალინდოს როლის შემსურლებელი დემიენ ბიჩირი არ გამოჩენილიყო. წარმოშობით მექსიკელმა მსახიობმა ფილმში „უკეთესი ცხოვრება,“ სამაოდ მომხიბვლელად ითამაშა.ოსკარის აკადემიური ჯილდოს მოსაპოვებლად, ბრეტ პიტიც სახელდება, რომელიც ფილმში „მინიბოლი,“ ბილი ბინის, ოკლანდის შტატის ბეისბოლის გუნდის მთავარი მენეჯერის როლს თამაშობს.

ჯერჯერობით ძნელია ივარაუდო თუ ვისკენ გადაიხრება საბოლოო გამარჯვების ფორტუნა. თუმცა ერთი ცხადია, მოახლოებული ოსკარის საღამო, რომელიც ყოველწიურად თებერვლის ბოლოს ტარდება, საკმაოდ საინტერესო იქნება.

XS
SM
MD
LG