ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ყირგიზეთისთვის დახმარება უჭირს


საერთაშორისო საზოგადოებას ყირგიზეთისთვის დაპირებული თანხის მხოლოდ ერთი მესამედი აქვს დღემდე გამოყოფილი, რაც გაეროს ჰუმანიტარულ მისიას აფერხებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ყირგიზეთში ჰუმანიტარული დახმარების მოსახლეობამდე მიტანა შეიძლება დაფინანსების სიმწირემ შეაყოვნოს.

ივნისში გაერომ 96 მილიონი დოლარი მოითხოვა ეთნიკური დაპირისპირების შედეგად დაზარალებული 1 მილიონი ადამიანის დასახმარებლად. დღემდე გაეროს ამ თანხის მხოლოდ 30 პროცენტი აქვს.

გაეროს ჰუმანიტარული პროგრამის დირექტორი ჯონ ჰოლმსი აცხადებს, რომ გაერო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები მზად არიან ყირგიზეთის მთავრობას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაში დაეხმარონ, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ამის გაკეთება საკმარისი რესურსების გარეშე შეუძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG