ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიჩკო - "ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს ოჯახებს და შვილებს, ჩვენ გიცავთ თქვენ"


ვიტალი კლიჩკო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმს მიმართა და თქვა, რომ „მსოფლიო თავისუფლებისთვის, უკრაინას გადამწყვეტი“ როლი აქვს. ფორუმზე შეკრებილ ლიდერებს, კლიჩკომ რუსეთთან „უაზრო ომის“ წინაშე, უკრაინის მხარდაჭერისკნ მოუწოდა.

სიტყვით გამოსვლისას, კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელსაც სურს „ევროპული ოჯახის ნაწილი“ იყოს. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინით არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს ოჯახებს და შვილებს, ჩვენ გიცავთ თქვენ, რადგან ჩვენ ერთი ღირებულებები გვაქვს“ - განაცხადა კლიჩკომ და თქვა, რომ რუსეთი წავა იმდენად შორს, რამდენის საშუალებაც მიეცემა.

ოთხშაბათს საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო იდეა, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობის შესახებ.

ზელენსკი ამბობს, რომ ამ იდეის მქონე ადამიანები უგულვებელყოფენ მილიონობით უკრაინელს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, „რომლის გაცვლასაც მშვიდობის ილუაზიაში გვთავაზობენ.“

XS
SM
MD
LG