ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა მოსკოვში


კრემლში პრეზიდენტმა პუტინმა სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერები მიიღო

ოთხშაბათს რუსეთმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლა. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხებზე იმსჯელეს და უარყვეს ვაშინგტონის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს.

კრემლში პრეზიდენტი პუტინი სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყნები უსაფრთხოების კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციას წარმოადგენენ, რომელიც მოსკოვმა ნატოს მოწინააღმდეგე ორგანიზაციად შექმნა.

ოთხშაბათს უზბეკეთმა ოფიციალურად უარი განაცხადა კოლექტიური ორგანიზაციის წევრობაზე. ეკონომიკის თემებზე განხილვას არ ესწრებოდა სომხეთი.

XS
SM
MD
LG