შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, პაკ გინ ჰე დღეს ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანს, წარმოშობით ასევე სამხრეთ კორეელ, ბან კი მუნს ხვდება. ამერიკაში 5-დღიანი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში პაკ გინ ჰე რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავს.
სამშაბათს სამხრეთ კორეის ლიდერი თეთრ სახლს ესტუმრება და პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება. ისინი სავარაუდოდ ყურადღებას ჩრდილოეთ კორეასთან არსებულ დაძაბულობაზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე გაამახვილებენ. ოთხშაბათს პრეზიდენტი გინ ჰე სიტყვით შეერთებული შტატების კონგრესში გამოვა. მის დელეგაციაში 50 სამხრეთ კორეელი ბიზნესმენია, რომლებიც ხუთშაბათს შეხვედრებს ლოს ანჯელესის ადგილობრივ მეწარმეებთან გეგმავენ.