ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის განცხადება


ჩრდილოეთ კორეა უარს აცხადებს პატიმრის გათავისუფლების მიზნით, რაიმე სახის მოლაპარაკების წარმოებაზე

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აღარ მიიწვევს ამერიკელ მაღალჩინოსნებს ფხენიანში დაკავებული ამერიკელი მოქალაქის გასათავისუფლებლად მოლაპარაკების წარმოების მიზნით.

კორეული წარმოშობის ამერიკის მოქალაქე, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ტურისტებისთვის გიდად მუშაობდა, ჩრდილოეთ კორეის ქალაქ რასონში შარშან დააპატიმრეს. მას მთავრობის გადატრიალების შეთქმულების ორგანიზება ედება ბრალად. სასამართლომ ამერიკის მოქალაქეს მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკული მედია სპეკულირებს იმ ფაქტით, რომ წარსულში ფხენიანმა არაერთხელ გაათავისუფლა ამერიკელი პატიმრები მას შემდეგ, რაც მაღალჩინოსნები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ფხენიანს ეწვია. ფხენიანის განცხადებით, ამჯერად ქვეყნის მთავრობა უარს აცხადებს პატიმრის გათავისუფლების მიზნით რაიმე სახის მოლაპრაკების წარმოებაზე.
XS
SM
MD
LG