ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე


A
A

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ტერიტორიული წყლების საზღვარზე საარტილერიო ცეცხლი გაიხსნა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა. ეს სავარაუდოდ, იყო რეაქცია სამხრეთ კორეაში შეერთებულ შტატებთან ერთად დაწყებულ სამხედრო წვრთნებზე. ამერიკელი გენერლის, პოლ კენედის თქმით, ერთობლივ წვრთნებს, რომელიც სეულიდან 360 კილომეტრში მიმდინარეობს, პოლიტიკური მიზანი არ გააჩნია.

საპასუხო სროლები სამხრეთიდანაც გაისმა. იმის გამო, რომ ორივე მხრიდან ნასროლი ჭურვები წყალში ჩავარდა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური წყაროები მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ არაფერს ამბობენ. სამხრეთ კორეამ უსაფრთხოების მოსაზრებით, სასაზღვრო რეგიონში მდებარე კუნძულებიდან მოსახლეობის თავშესაფრებში ევაკუაცია განახორციელა.
XS
SM
MD
LG