ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა


მისიას სათავეში პრემიერ შინზო აბეს საგანგებო მრჩეველი უდგას

იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ უარი თქვა კომენტარზე ჩრდილოეთ კორაში მოულოდნელად გაგზავნილი დელეგაციის შესახებ. იაპონურ მისიას სათავეში ისაო ლიჯიმა, პრემიერის საგანგებო მრჩეველი უდგას.

სამშაბათს, ფხენიანის საერთაშორისო აეროპორტში იაპონიიდან ჩასულ დელეგაციას ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, კიმ ჩოი ჰო დახვდა. ვიზიტის მიზანი უცნობია, თუმცა, ჟურნალისტების ვარაუდით, მოლაპარაკება შესაძლოა ჩრდილოეთ კორეელი აგენტების მიერ 70-80-იან წლებში მოტაცებული იაპონიის მოქალაქეთა ბედს შეეხებოდეს.
XS
SM
MD
LG